სერვისები
კონსულტაციაზე ჩასაწერად აირჩიე ღილაკი:
მხედველობის ლაზერული კორექცია
მხედველობის ლაზერული კორექცია ტარდება კომპანია Alcon-ის უახლესი FS200 ფემტო და EX500 ექსიმერლაზერების გამოყენებით. ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც კორექციის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ და საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიუჯეტზე მორგებით გაიუმჯობესოთ მხედველობა.
კატარაქტის ქირურგია
კატარაქტის უნაკერო ქირურგიაში გამოიყენება ამერიკული კომპანია Alcon-ის ხელოვნური ბროლები, ისეთები, როგორიცაა Acrysof IQ, Acrysof IQ Toric და Acrysof IQ Panoptix. ეს ბროლები საშუალებას გაძლევთ გაიუმჯობესოთ მხედველობა, გათავისუფლდეთ ასტიგმატიზმისგან, მოიხსნათ საკითხავი სათვალე
ფაკიური ლინზის იმპლანტაცია
იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება მაღალი ახლომხედველობა ან მისი რქოვანას სისქე და ტოპოგრაფია არ გვაძლევს ლაზერული კორექციის საშუალებას, ტარდება ფაკიური ლინზის იმპლანტაცია. გამოიყენება კომპანია Saar Surgical-ის EVO Visian ICL ლინზები, რომლებიც -18.0-მდე ახლომხედველობის მოხსნის საშუალებას გვაძლევს
გლაუკომის ქირურგია
გლაუკომის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება კომპანია Zeiss-ის ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი და კომპიუტერული პერიმეტრი. ტარდება როგორც ლაზერული ოპერაციები (ირიდოტომია, ტრაბეკულოპლასტიკა, ირიდოპლასტიკა), ასევე ქირურგიული ჩარევები, როგორც სტანდარტული, ასევე სხვადასხვა სახის დრენაჟის გამოყენებით.
კერატოკონუსის მკურნალობა
კერატოკონუსის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის გამოიყენება რქოვანას ტომოგრაფია და ტოპოგრაფია Oculus Pentacam-ისა და Topolyzer Vario-ს გამოყენებით. კერატოკონუსის პროგრესირების შესაჩერებლად გამოიყენება ქროსსლინქინგის რამდენიმე სახის პროცედურა. ჩიჩუების სამედიცინო ცენტრო მზერა ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც კერატოკონუსის მქონე პაციენტებს მხედველობის ლაზერულ კორექციას სთავაზობს.